ამ მოდულში წარმოვადინეთ ჩვენი პროექტები და მოვახდინეთ მათი პრეზენტაცია. პროექტებით სწავლება, მართლაც რომ საინტერესო და ბევრისმიმცემია როგორც პედაგოგებისათვის ასევე მოსწავლეებისათვის. მე უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობდნენ ინტელის სასწავლო პროგრამაზე. ასევე მადლობას ვუძღვნი ჩვენს ტრენერს, ქალბატონ ელენეს დიდი შრომის, მოთმინებისა და სიყვარულისათვის.
воскресенье, 9 марта 2014 г.
суббота, 8 марта 2014 г.
მეშვიდე მოდული
დღეს უკვე აღარავინ დაობს იმაზე, რომ მასწავლებელი ფასილიტატორის როლს უნდა ასრულებდეს, თუმცა დღევანდელი მოდულის ფარგლებში ვნახე როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდასა და სწავლების გაუმჯობესებისათვის. როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში. ერთი სიტყვით, ვასწავლო მოსწავლეებს როგორ ისწავლონ.
понедельник, 3 марта 2014 г.
მეოთხე მოდულის შეჯამება
მეოთხე მოდული საინტერესოა იმ მხრივ, რომ ძირითადად ვიმუშავეთ ინტერნეტ სივრცაში. განვიხილეთ თუ როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. სავარაუდო ნაშრომების შექმნისას დავფიქრდით იმაზე, თუ რა პრობლემები შეხვდება მოსწავლეს, რის შემდეგაც მოვახდენთ გამარტივებას. გავაკეთეთ პუბლიკაცია და პრეზენტაცია.
დღევანელი დღე ძალზე საინტერესო იყო.
დღევანელი დღე ძალზე საინტერესო იყო.
воскресенье, 2 марта 2014 г.
III მოდულის შეფასება
მესამე მოდულიც ძალზე საინტერესო და ბევრისმომცემი იყო. ინტერნტი– მართლაც რომ თანამშრომლობის, კომუნიკაციისა და კვლევისთვის ძლიერი და ეფექტური ინსტრუმენტია. ჩემს მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ ინტერნეტში მუშაობა: სლაიდშოუს თუ ინფორმაციის მოძიება. მე ყოველთვის პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი საავტორო უფლებების დაცვას, თუმცა ჩემი მოსწავლეებისთვისათვის არ მისწავლებია სამართლებრივი ჩარჩოს დაცვა. დღეს ბევრი საინტერესო ვებგვერდი დავათვალიერე, რომელიც დამეხმარება ჩემი პროექტის განხორციელებაში.
Подписаться на:
Сообщения (Atom)