воскресенье, 9 марта 2014 г.

მერვე მოდული

  ამ  მოდულში  წარმოვადინეთ  ჩვენი  პროექტები  და  მოვახდინეთ  მათი  პრეზენტაცია.  პროექტებით  სწავლება,  მართლაც  რომ  საინტერესო  და  ბევრისმიმცემია  როგორც  პედაგოგებისათვის  ასევე  მოსწავლეებისათვის. მე  უღრმესი  მადლობა  მინდა  გადავუხადო  იმ  ადამიანებს,  რომლებიც  მუშაობდნენ  ინტელის  სასწავლო  პროგრამაზე.  ასევე  მადლობას  ვუძღვნი  ჩვენს  ტრენერს,  ქალბატონ  ელენეს  დიდი  შრომის,  მოთმინებისა  და  სიყვარულისათვის.  

ჩემი პროექტი

суббота, 8 марта 2014 г.

მეშვიდე მოდული

   დღეს  უკვე  აღარავინ  დაობს  იმაზე,   რომ  მასწავლებელი  ფასილიტატორის როლს უნდა ასრულებდეს,  თუმცა  დღევანდელი მოდულის  ფარგლებში  ვნახე  როგორ  გამოვიყენო ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდასა და სწავლების გაუმჯობესებისათვის. როგორ გავუწიო ფასილიტაცია  კლასს მოსწავლეზე  ორიენტირებულ სწავლების პროცესში.    ერთი  სიტყვით,  ვასწავლო  მოსწავლეებს  როგორ  ისწავლონ.
      

პროექტის პრეზენტაცია

понедельник, 3 марта 2014 г.

მეოთხე მოდულის შეჯამება

       მეოთხე  მოდული  საინტერესოა  იმ  მხრივ,  რომ ძირითადად  ვიმუშავეთ  ინტერნეტ  სივრცაში. განვიხილეთ  თუ  როგორ  ვასწავლოთ  მოსწავლეებს ინტერნეტის  უსაფრთხოდ  და  პასუხისმგებლობით  გამოყენება. სავარაუდო  ნაშრომების  შექმნისას  დავფიქრდით  იმაზე,  თუ  რა  პრობლემები  შეხვდება  მოსწავლეს,  რის  შემდეგაც  მოვახდენთ  გამარტივებას.  გავაკეთეთ  პუბლიკაცია  და  პრეზენტაცია.
     დღევანელი  დღე  ძალზე  საინტერესო  იყო.

воскресенье, 2 марта 2014 г.

III მოდულის შეფასება

        მესამე  მოდულიც  ძალზე  საინტერესო  და  ბევრისმომცემი  იყო.  ინტერნტი–  მართლაც რომ თანამშრომლობის, კომუნიკაციისა  და  კვლევისთვის  ძლიერი  და  ეფექტური  ინსტრუმენტია. ჩემს  მოსწავლეებს  ძალიან მოსწონთ ინტერნეტში  მუშაობა:   სლაიდშოუს თუ ინფორმაციის მოძიება.  მე  ყოველთვის  პასუხისმგებლობით  ვეკიდებოდი  საავტორო  უფლებების  დაცვას, თუმცა   ჩემი  მოსწავლეებისთვისათვის არ მისწავლებია სამართლებრივი  ჩარჩოს  დაცვა. დღეს  ბევრი საინტერესო ვებგვერდი დავათვალიერე, რომელიც  დამეხმარება  ჩემი  პროექტის  განხორციელებაში.

воскресенье, 16 февраля 2014 г.

მეორე მოდულის შეჯამება

           ეს  მოდული  დამეხმარა, გამეანალიზებინა  სტანდარტების,  მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  კითხვების  და  განმავითარებელი  შეფასების  ფორმების  გამოყენება  რამდენიმე  თვალსაზრისით.  საკვანძო კითხვების  მოსაძიებლად  ძალიან  დამეხმარა  სტანდარტი.  ასევე  შევარჩიე საჭირო  მეთოდები ჩემი  პროექტისათვის.

воскресенье, 2 февраля 2014 г.

პირველი მოდული

ამ  მოდულმა  გარკვეული  თვალსაზრისით  დამაფიქრა  ჩემს  როლზე  სასწავლო  ღონისძიებების დაგეგმვის  პროცესში.  აღმოვაჩინე,  რომ  პროექტებით  სწავლება    უფრო  სახალისო და ბევრისმიმცემია  მოსწავლეებისათვის, ისინი  უფრო  მეტად  არიან  ჩართულენი  სასწავლო  პროცესში,   კეთების  დროს  კი,მოსწავლეებს  უვითარდებათ  არა  მარტო  ცოდნისა  და  გაგების, არამედ  მაღალი  სააზროვნო   უნარები, რაც  დამეხმარება  ეროვნული  სასწავლო  გეგმის    შედეგზე  გასვლაში.